The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისააკ ელიშაკოვი

ისააკ ელიშაკოვი
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მექანიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის მანქანათა დინამიკისა და გამძლეობის ფაკულტეტი 1968 წელს.

1971–1972წწ. მუშაობდა სოხუმის უნივერსიტეტის მათემატიკური ანალიზისა და ანალიზური გეომეტრიის კათედრაზე; 1972 წლიდან არის ისრაელის, ხოლო 1989 წლიიდან აშშ-ის მოქალაქე. სხვადასხვა დროს მუშაობდა მსოფლიოს მრავალ ცნობილ უნივერსიტეტში, მათ შორის, ტექნიონში (ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ხაიფა), ტოკიოსა და კიოტოს (იაპონია), რომის "ლა საპიენსას", ბოლონიის (იტალია) და სხვა. 1989 წლიდან არის ფლორიდის აშშ ატლანტიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა საიმედოობის თეორია, სტრუქტურათა შემთხვევითი რხევები, დრეკადობის თეორიის ამოცანების მათემატიკური მოდელირება. ავტორია 10 მონოგრაფიისა. 

წყარო:საქართველო:ენციკლოპედია georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ის მექანიკის აკადემია , წევრი (1991-)
  • აშშ-ის მექანიკოს-ინჟინერთა საზოგადოება, წევრი (2011-)
  • ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია, წევრი (2011-)
  • იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოება, წევრი (1992-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უცხოელი წევრი (2010-)

გააზიარე: