The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ვაჩნაძე

ალექსანდრე ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1855
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 1922  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოლაგი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა პოლტავის სამხედრო გიმნაზია, თბილისის იუნკერთა სასწავლებელი.

1871 წლიდან მსახურობდა კავალერიაში, პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში. მეთაურობდა ასეულს, ბატალიონს. 1905 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1915) დაინიშნა ამიერკავკასიის მე-2 სარეზერვო ქვეითი ბრიგადის მეთაურად, 1916 წელს კი კავკასიის მე-4 საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. შემახის 261-ე პოლკის მეთაურის მოადგილე. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1915). მიღებული აქვს ოქროს იარაღი (1906).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.206

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: