The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ვაჩნაძე

ოფიციალური სახელი:გიორგი გურგენიშვილი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1935
გარდაცვ. თარიღი:3 აგვისტო, 1997  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნანიანი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1958 წელს.

1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (1998 წლიდან ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი). 1989 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის კონდენსირებულ გარემოთა თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ნახევრადგამტარებში ციკლოტრონული და კომბინირებული რეზონანსის მოვლენების მაგნიტურ თვისებებსა და თხევადი He-ის ზედენადი ფაზების ანიზოტროპიისა და სპინური დინამიკის თეორიას. ფიზიკა-მათმატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1984).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.207

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1997-)

გააზიარე: