The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ ნადირაძე

დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1907
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 2005  (98 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს.

მონაწილეობდა თბილისის დიდუბის ფერომანგანუმის საცდელი ქარხნის ორგანიზაციაში და ფეროშენადნობთა ელექტროდნობის ჩატარებაში. ამის შედეგად მიღებული მონაცემები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას. 1930-1934 წლიდან მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში; 1934-1938წწ. ქარხანა "ცენტროლიტში"; 1938-1944წწ. ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროში; 1944-1947წწ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში; საქართველოს სსრ მეცნიერების აკადემიის მეტალურგიულ ინსტიტუტში (1947). მონაწილეობდა მეტალურგიული და ტექნიკური ტერმინოლოგიის შედგენაში. პირველი ქართველი მეტალურგი ქალი, საქართველოში ფეროშენადნობთა წარმოების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.286; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.71

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1945-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: