The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალენტინა ვაჩნაძე

დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1931  (92 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ლენინგრადის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი 1955 წელს.

1956-1958 წლებში იყო თბილისის ფარმაკოქიმიის ქარხნის მთავარი ინჟინერი, 1958-1978 წლებში ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1972-1980 წლებში სწავლული მდივანი, 1980 წლიდან ალკალოიდების განყოფილების გამგე. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს მოზარდი და ინტროდუცირებული მცენარეების ქიმიური შესწავლა ფიზიოლოგიურად აქტიური ალკალოიდების შემცველობაზე და მათ საფუძველზე სამკურნალო პრეპერატების შემუშავება თანამედროვე ფოტოტექნოლოგიების გამოყენებით. ვალენტინა ვაჩნაძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ერთი მონოგრაფიისა ("Vinka"-ს ალკალოიდების ბიოგენეზის და მცენარეში მათი წარმოქმნის ზოგიერთი საკითხები. თბ., 1977). მიღებული აქვს 8 საავტორო მოწმობა და 2 პატენტი. ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1992), ფარმაკოქიმიკოსი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.208

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: