The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახთანგ IV (საქართველოს მეფე)

ვახთანგ IV
დაბადების თარიღი:1413
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1446  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქართველოს მეფე (1442–1446). ალექსანდრე I დიდის ძე, გამეფდა მამის ბერად აღკვეცის შემდეგ. ვახტანგ IV-თან ერთად მეფეებად მოიხსენიებიან მისი ძმები: დიმიტრი, გიორგი, მისი ბიძაშვილი ბაგრატი, რაც ერთიანი საქართველოს მეფის ხელისუფლების დაკნინებას მოწმობს. 1444 წელს ჯაჰან-შაჰმა სამცხეს შემოუტია, მაგრამ ვახტანგ IV-მ მისი უკუგდება შეძლო. გარდაიცვალა უძეოდ. დაკრძალულია ბანაში მეუღლესთან, ფანასკერტელის ასულ სითიხ-ათუნთან ერთად. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.224


გააზიარე: