შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნათაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1920 წელს. 1938-1965 წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრას; 1958-1960 წწ. ერთდროულად ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს კვების სამეცნიერო კვლევის ლაბორატორიას. 1957-1961წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სანიტ-ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1989-1965წწ. საქართველოს სსრ ჰიგიენისტთა საზოგადოების დამაარსებელი და თავჯდომარე. მისი ნაშრომები უმთავრესად ეხება კვების ჰიგიენისა და ვიტამინოლოგიის სხვადასხვა საკითხს. 1926 ქართულ ენაზე შეადგინა ჰიგიენის პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელო. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1939), პროფესორი(1926). ჰიგიენისტი. სადისერტაციო თემა - "К вопросу определения аскорбиновой кислоты в животных тканях", დაიცვა 1939 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.297 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |