| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნათაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1920 წელს. 1938-1965 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრას; იმავდროულად 1958-1960 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს კვების სამეცნიერო კვლევის ლაბორატორიას. 1957-1961 წლებში იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სანიტ-ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1989-1965 წლებში საქართველოს სსრ ჰიგიენისტთა საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე. მისი ნაშრომები უმთავრესად ეხება კვების ჰიგიენისა და ვიტამინოლოგიის სხვადასხვა საკითხს. 1926 ქართულ ენაზე შეადგინა ჰიგიენის პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელო. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი (1926). ქართული მეცნიერული ჰიგიენური სკოლის დამსახურებული ფუძემდებელი. სადისერტაციო თემა - "К вопросу определения аскорбиновой кислоты в животных тканях", დაიცვა 1939 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.297; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.724 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

