The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ვაჩნაძე

იური ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1933
გარდაცვ. თარიღი:7 ნოემბერი, 2019  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ვიოლინოს განხრით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს.

1960-1990 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1994 წლიდან იყო ამერიკული რადიოსადგურის "სვობოდას" კოლუმნისტი და კორესპონდენტი თბილისში. ეთერში გავიდა მისი 200-ზე მეტი მხატვრული გადაცემა. 2004-2008 წლებში რადიო "თავისუფლების" ეთერში მიჰყავდა ყოველკვირეული საავტორო გადაცემა "მუსიკა, მუსიკა", რომელმაც ავტორის პროფესიონალიზმისა და დახვეწილი გემოვნების, აგრეთვე გადმოცემის მაღალი კულტურის გამო დიდი პოპულარობა მოიპოვა. გამოცემულია იური ვაჩნაძის მხატვრული რადიო-გადაცემების კომპაქტ-დისკების ალბომი (2010), ორენოვანი წიგნი "ქართულ-რუსული კონტრაპუნქტი"(2011), აგრეთვე პოეტური კრებულები "ბედ-იღბლის საზომით" (2012), "ჩემი ფაეტონი" (2013), "საუბრები მუსიკაზე" (2013).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.209

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: