The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ვაჩნაძე

მერაბ ვაჩნაძე
Date of birth:27 June, 1948  (75 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1973 წელს.

1974 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა საქართველოსა და რუსეთის ისტორიის კურსებს. 1997-2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, 1998-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის დირექტორი, 1999-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, 2002-2006 წლებში რუსეთის ისტორიის კათედრის გამგე, 2008-2011 წლებში წმ. ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი. მერაბ ვაჩნაძე იკვლევს საქართველოს და რუსეთის ახალ და უახლეს ისტორიას (XIX-XX სს.), ქართულ პოლიტიკური აზრისა და საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ისტორიას. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საქართველოს უახლესი ისტორიის (XX ს.90-იანი წწ.) შესწავლა. არის საშუალო სკოლის VII-XI კლასების საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს, საქართველოსა და რუსეთის ისტორიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების თანაავტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.209; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.214

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტ-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის

Bibliography


Share: