შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კირილე ვეკუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა კლასიკური გიმნაზია 1915 წელს. შემდეგ სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლისას რევოლუციონერ სტუდენტობას მიემხრო; 1917 წელს ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში; აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობით საქმიანობაში; 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, როგორც საოკუპაციო რეჟიმის შეურიგებელი მოწინააღმდეგე, დააპატიმრეს და 1922 წელს სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად საქართველოდან გააძევეს; 1922 წლის დეკემბერში ბერლინში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა; 1924 წელს სწავლა გააგრძელა გეტინგენის უნივერსიტეტში, დაამთავრა ქიმიის ფაკულტეტი; 1931 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ქიმიის განხრით; 1935–1952წწ. მუშაობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა საღებავების ლაბორატორია. სიცოცხლის ბოლო წლებში ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა რამდენიმე ათეული სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომი; ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1989 წელს წელს მისი არქივი საქართველოში ჩამოიტანა პროფ. გურამ შარაძემ და შესანახად ხელნაწერთა ინსტიტუტს (ახლანდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) ჩააბარა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.238
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |