შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუზა ვერულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1965 წელს. მუშაობა დაიწყო ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1975–1985წწ. მუშობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონული გამომთვლელი მანქანების კათედრაზე; 1985 წელს დააარსა "მშენებლობასა და არქიტექტურაში ავტომატიზებული პროექტირების" კათედრა, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. მისი სამეცნიერო კვლევის მიმართულებაა განაწილებულ-პარამეტრებიანი ობიექტების ოპტიმალური მართვის საკითხები, რთული ტექნიკური ობიექტების იდენტიფიკაციის თეორია, სტოქასტიკური სისტემების მათემატიკური მოდელირება. მან დაამუშავა შენობათა სეისმომედეგობის გაანგარიშების ახალი პრინციპი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერი მართვის სისტემების დარგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.252 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |