შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერმილე ნაკაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის მუციპალიტეტი. დაამთავრა პოლონეთის ნოვოალექსეევსკის სასოფლო–სამეურნეო და სატყეო ინსტიტუტი 1886 წელს. 1887-1896 წწ. მუშაობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის მმართველად (დირექტორად). 1892-1896 წწ. ფილოქსერის კომიტეტში იყო აგრონომ-ინსპექტორი. დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ადგილას გააშენა ჩაის საცდელი პლანტაცია. მისი ხელმძღვანელობით ზვანის საცდელ პლანტაციაში აშენდა გურიაში პირველი ჩაის ფაბრიკა, (1914). ოზურგეთში დაარსდა საკრედიტო ამხანაგობა და გურიის საზოგადოება. მისივე თაოსნობით გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ გავრცელდა ჩაი და სხვა სუბტროპიკული კულტურები. აგრონომი. წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.302 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |