The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერმილე ნაკაშიძე

ერმილე ნაკაშიძე
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1859
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 1937  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის მუციპალიტეტი.

დაამთავრა პოლონეთის ნოვოალექსეევსკის სასოფლო–სამეურნეო და სატყეო ინსტიტუტი 1886 წელს. 

1887-1896 წწ. მუშაობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის მმართველად (დირექტორად). 1892-1896 წწ. ფილოქსერის კომიტეტში იყო აგრონომ-ინსპექტორი. დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ადგილას გააშენა ჩაის საცდელი პლანტაცია. მისი ხელმძღვანელობით ზვანის საცდელ პლანტაციაში აშენდა გურიაში პირველი ჩაის ფაბრიკა, (1914). ოზურგეთში დაარსდა საკრედიტო ამხანაგობა და გურიის საზოგადოება. მისივე თაოსნობით გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ გავრცელდა ჩაი და სხვა სუბტროპიკული კულტურები. აგრონომი. 

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.302

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: