The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ვაჩნაძე

დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1940  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სამხედრო-საარტილერიო სასწავლებელი; პოლონეთის სამხედრო აკადემია 1923 წელს.

მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). 1915 წელს მიენიჭა რუსეთის არმიის მაიორის წოდება. რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის (1921, თებერვალი-მარტი) შემდეგ ნიკოლოზ ვაჩნაძე იყო პოლიტიკური ემიგრანტი. იყო პოლონეთის ეროვნული არმიის პოდპოლკოვნიკი (1931), II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს მედლინგის გარნიზონის უფროსი. გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის(1939) შემდეგ იგი ტყვედ ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა ლუკენვალდის (გერმანია) საავადმყოფოში. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ორი ჯვრით, პოლონეთის რამდენიმე საბრძოლო ჯილდოთი, მათ შორის უმაღლესი ორდენით-"ვირტუტი მილიტარი" (მხედრული მამაცობისათვის). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკი (1919). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.211

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის სახელობის ჯვარი
  • პოლონეთის უმაღლესი ორდენი-"ვირტუტი მილიტარი" (მხედრული მამაცობისთვის)

გააზიარე: