Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ვაჩნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სამხედრო-საარტილერიო სასწავლებელი; პოლონეთის სამხედრო აკადემია 1923 წელს. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). 1915 წელს მიენიჭა რუსეთის არმიის მაიორის წოდება. რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის (1921, თებერვალი-მარტი) შემდეგ ნიკოლოზ ვაჩნაძე იყო პოლიტიკური ემიგრანტი. იყო პოლონეთის ეროვნული არმიის პოდპოლკოვნიკი (1931), II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს მედლინგის გარნიზონის უფროსი. გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის(1939) შემდეგ იგი ტყვედ ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა ლუკენვალდის (გერმანია) საავადმყოფოში. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ორი ჯვრით, პოლონეთის რამდენიმე საბრძოლო ჯილდოთი, მათ შორის უმაღლესი ორდენით-"ვირტუტი მილიტარი" (მხედრული მამაცობისათვის). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკი (1919). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.211 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |