შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიკო ვაჩნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის მასობრივ სანახაობათა და ზეიმთა სტუდია 1928 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1923 წლიდან. 1928 წლიდან მსახიობად მუშაობდა თბილისის კინოსტუდიასა (1928-1929) და სატირის თეატრში (1929-1930). რეჟისორულ მოღვაწეობას ეწეოდა 1930 წლიდან. სხვადასხვა დროს დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ბათუმის, ფოთის, თბილისის (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი) თეატრებში. სამხატვრო ხელმძღვანელად, მთავარ რეჟისორად და დირექტორად - ბაქოს ქართულ, გორის გიორგი ერისთავის სახელობის, ხაშურისა და ცხინვალის თეატრებში. 1967 წლიდან იყო ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დამდგმელი რეჟისორი, 1969 წლიდან - მთავარი რეჟისორი. მნიშვნელოვანი დადგმები: დარამატულ თეატრებში - კ. კალაძის "ხატიჯე", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", შ. დადიანის "გუშინდელნი", ა. ცაგარელის "ხანუმა", ა. ყაზბეგის "არსენა", გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო", მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა" და სხვ. ქუთაისის თოჯინების თეატრში - ჯ. ნიქაბაძის "ცანგალა", ქ. ხაფავას "ვაჟიკა", კ. გოგიაშვილის "ბაქია", რ. ბეროძის "ღიმილა და ფინფინა" და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.211; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |