The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიკო ვაჩნაძე

სიკო ვაჩნაძე
ოფიციალური სახელი:სიმონ ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 1974  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის მასობრივ სანახაობათა და ზეიმთა სტუდია 1928 წელს

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1923 წლიდან. 1928 წლიდან მსახიობად მუშაობდა თბილისის კინოსტუდიასა (1928-1929) და სატირის თეატრში (1929-1930). რეჟისორულ მოღვაწეობას ეწეოდა 1930 წლიდან. სხვადასხვა დროს დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ბათუმის, ფოთის, თბილისის (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი) თეატრებში. სამხატვრო ხელმძღვანელად, მთავარ რეჟისორად და დირექტორად - ბაქოს ქართულ, გორის გიორგი ერისთავის სახელობის, ხაშურისა და ცხინვალის თეატრებში. 1967 წლიდან იყო  ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დამდგმელი რეჟისორი, 1969 წლიდან - მთავარი რეჟისორი. მნიშვნელოვანი დადგმები: დარამატულ თეატრებში - კ. კალაძის "ხატიჯე", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", შ. დადიანის "გუშინდელნი", ა. ცაგარელის "ხანუმა", ა. ყაზბეგის "არსენა", გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო", მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა" და სხვ. ქუთაისის თოჯინების თეატრში - ჯ. ნიქაბაძის "ცანგალა", ქ. ხაფავას "ვაჟიკა", კ. გოგიაშვილის "ბაქია", რ. ბეროძის "ღიმილა და ფინფინა" და სხვ. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.211; საზოგადოებრივი არქივი:  archive.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: