The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გიორგი ვაწაძე

გიორგი ვაწაძე
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:4 ოქტომბერი, 1971  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს.

1924–1926წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სახელმწიფო კომისრის მოადგილე; 1926–1929წწ. მუშაობდა ბერლინში რონას ლაბორატორიაში და კილში ჰებერის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში; 1930–1931, 1932–1936წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი; 1930–1945წწ. ამავე ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 1936–1945წწ. საქართველოს ჯანდაცვის სახ. კომისარიატის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი; 1956–1971წწ. განაგებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის რადიობიოლოგიის ლაბორატორიას; 1943 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა ნატურალური კუჭის წვენის დასამზადებელი საამქრო თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში. შეისწავლა ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის მნიშვნელობა შარდის გამომუშავებისას; წყალტუბოს, ბორჯომისა და ჯავის მინერალური წყლების გავლენა საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. გამოიკვლია რენდგენის სხივების გავლენა ნერვული უჯრედის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას შედგენილობაზე. ფიზიოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1932), პროფესორი (1935).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.215

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული რადიობიოლოგიის პრობლემური საბჭო, თავმჯდომარე (1960-1971)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: