The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერაპიონ ვაწაძე

სერაპიონ ვაწაძე
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1899
გარდაცვ. თარიღი:18 მაისი, 1967  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1925 წელს.

1920 წლიდან მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები საქართველოს თეატრებსა და დრამატულ წრეებში; 1926–1927წწ. იყო ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი; 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში" მხატვრად; 1939–1965წწ. მთავარ მხატვრად. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ზვავთა მხარეში" (1931), "უკანასკნელი ჯვაროსნები" (1933), "ჭირვეული მეზობლები" (1945), "ქართული ბალეტის ოსტატები" (1955), "ჩრდილი გზაზე"(1956), "ფატიმა" (1958), "მამლუქი" (1958), "ოტელო" (1960), "კეთილი ადამიანები" (1961), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!"(1965) და სხვ. შექმნა მრავალი ფერწერული ტილო (პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები). 1975 თბილისში მოეწყო მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. სცენოგრაფი, კინოს მხატვარი, ფერმწერი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.215; georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: