შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ სანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1944-1973წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 1973 წლიდან თბილისის პიონერთა სასახლეში პედაგოგი(სამეჯლისო ცეკვები); დააარსა ანსამბლები "გაზაფხული", "ციცინათელა"(სამგზის ლაურეატები); ქართული რეპერტუარი: რამაზი, ავთანდილი(გრ. კილაძე "სინათლე"), სარდალი, გორდა, სიკვდილის ცეკვა(დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის"), ოტელო(ა. მაჭავარიანი "ოტელო"), გურამი(ს. ცინცაძე "ცისფერი მთის საუნჯე"), ხელისუფალი(ფ. ღლონტი "განთიადი"); სხვა რეპერტუარი: ჯოტო, ზიგფრიდი(ჩაიკოვსკი "ფრანჩესკა და რიმინი", "გედების ტბა"), ბაზილი(მუნკუსი "დონ კიხოტი"), ფრონდოზოს მეგობარი(კრეინი "ლაურენსია"), ვაცლავი, ნურალი(ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), მა ლიჩელი(გლიერი "წითელი ყაყაჩო"), კაპიტანი(მოროზოვი "ექიმი აიბოლიტი"); გასტროლები: არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, რუსეთი, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი(თბილისის საბალეტო დასთან ერთად); ბალეტის მოცეკვავე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 421 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |