შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ნამორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება 1924 წელს. 1910-1914წწ. სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში; 1986 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათედრის გამგე; სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა: პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რესპუბლიკის პარტიულ სკოლაში, ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იკვლევდა დასავლეთ ევროპის ქვეყნების გენეზისის, საფრანგეთის რევოლუციამდელ და რევოლუციის ისტორიას, განმანათლებლობისა და ამერიკის აღმოჩენის ისტორიის საკითხებს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1939), ახალი და უახლესი ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.310 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |