The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნამორაძე

ალექსანდრე ნამორაძე
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1891
გარდაცვ. თარიღი:11 ივლისი, 1958  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება 1924 წელს.

1910-1914წწ. სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში; 1986 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათედრის გამგე; სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა: პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რესპუბლიკის პარტიულ სკოლაში, ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იკვლევდა დასავლეთ ევროპის ქვეყნების გენეზისის, საფრანგეთის რევოლუციამდელ და რევოლუციის ისტორიას, განმანათლებლობისა და ამერიკის აღმოჩენის ისტორიის საკითხებს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1939), ახალი და უახლესი ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.310

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: