The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანი სანაძე

დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1943  (80 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს(საფორტეპიანო).

სტაჟირება გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგი ე. შენდეროვიჩი(კონცერტმაისტერი); 1967 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(საკონცერტმაისტერო დახელოვნება), 2001 წლიდან პროფესორი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები: ი. აივაზოვა, თ. ალავიძე, თ. ბახტაძე, ნ. გვეტაძე, ს. გიგინეიშვილი, ა. გოგავა, თ. ელიზბარაშვილი, ნ. მარგველაშვილი, ა. ნანუაშვილი, ქ. სუთიძე, ა. და ნ. სულხანიშვილები, მ. უბილავა, ი. ჭარუაშვილი; 2001 წელს ნანი სანაძეზე გადაღებულია დოკუმენტური კინოფილმი; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 421

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი
  • 1970 - მოსკოვის მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი

გააზიარე: