შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო ვაჩეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1984 წელს. 1984-1987წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოფ. ძველი ქანდის (ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი) საშუალო სკოლაში და 1987-1992წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში: საქართველოს მხატვართა რესპუბლიკური საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები (1987, თბილისი, მხატვრის სახლი); საქართველოს ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა (1988, თბილისი, აბანოთუბანი); საქართველოს მხატვართა გამოფენა (1988, მოსკოვი, მანეჟი); ავანგარდისტ მხატვართა გამოფენა (1991, თბილისი, მხატვრის სახლი); პერსონალური გამოფენა (1993, თბილისი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი); "გამოფენა-კონტრასტი"(1999, თბილისი, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა); პერსონალური გამოფენა (2001, თბილისი, გალერეა "TMS-ი"). მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია აზრის გადმოცემის სიცხადე და ფაქიზი კოლორიტი, ფორმის ძიების თვალსაზრისით ის ნოვატორია. შექმნილი აქვს პორტრეტების, აბსტრაქციების, მონუმენტურ-დეკორატიული კომპოზიციების ვრცელი სერიები. მთავარი თემა ადამიანის ჰარმონიულობაა. გამოცემულია მისი ნამუშევრების ალბომი-კატალოგი (2001, თბილისი). მოხალისედ იბრძოდა სამაჩაბლოსა (1991 წლის დეკემბერი) და აფხაზეთში (1992); დაიღუპა დაბა განთიადში მოწინააღმდეგის პირველი საბრძოლო დესანტის გადასხმის დროს. ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.206 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |