შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ვაწაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბრაუნშვაიგის (გერმანია) უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი 1906 წელს და მიიღო ინჟინერ-მანქანათმშენებლის წოდება. 1909–1912წწ. მუშაობდა გერმანიაში მანქანათმშენებელი ქარხნის ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1912 წელს დაბრუნდა საქართველოში; 1912–1918წწ. იყო თბილისის წყალსადენის სახელოსნოების გამგე, ავჭალის სატუმბო სადგურის უფროსი, ხოლო 1918–1924წწ. - თბილისის ტრამვაის პარკის მთავარი ინჟინერი. შეისწავლა დასავლეთ საქართველოს წყლის რესურსები, მისი ინიციატივით დაიწყო რიონჰესის მშენებლობა. საქართველოში მშენებლობების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობდა მისი კონსულტაციითა და უშუალო მონაწილეობით. მათ შორის, აღსანიშნავია: რიონჰესი; ზესტაფონის ფეროშენადნობთა, კასპის ცემენტის, გორის საკონსერვო და სხვა ქარხნები; თბილისის მაუდის ფაბრიკა; თბილისის თბოელექტროცენტრალი; სამი მსხვილი აბრეშუმსახვევი ფაბრიკა ქუთაისში, ხონსა და ოზურგეთში; ნატახტრის წყალსადენის ქსელი თბილისში; ფოთის წყალსადენი და სხვა. იყო თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1922) და მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგე, კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, აქვე ხელმძღვანელობდა გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათა ნაწილების კათედრას. ლექციებს კითხულობდა, აგრეთვე, ამიერკავკასიის სატყეო ინსტიტუტში (1930). 1936 წლიდან ამავე ინსტიტუტში იყო მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანი. 1938 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. პროფესორი (1936), მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.215
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |