შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სპირიდონ ვაწაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღვარდია, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1883 წელს. 1883–1891წწ. იყო თბილისის ნიჟნეგოროდსკის პოლკის ჰოსპიტლის ექიმ-ორდინატორი, ხოლო 1891 წლიდან – მთავარი ექიმი. პირველმა შეისწავლა მეცნიერულად ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებები. მისი თაოსნობით ავლაბარში (ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე) გაიხსნა 20-საწოლიანი ინფექციური ბარაკი; 1904 წელს თბილისში პირველმა ჩამოაყალიბა ტუბერკულოზთან მებრძოლი მრავალპროფილური 53-კაციანი კომისია; 1908 წელს მისი უშუალო ინიციატივით ქალაქის საბჭოში დაისვა საკითხი სასწრაფო დახმარების სამსახურის შექმნის თაობაზე, რასაც 1911 წელს მოჰყვა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის გახსნა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1891), სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (1898), ექიმი-ინფექციონისტი. დისერტაციის თემა - "ჯანმრთელი და ავადმყოფი კუჭის ფუნქციაზე და შარდის მჟავობაზე ტუტე-მარილიანი მინერალური წყლების (ესენდუკი N17 და ბორჯომის წყალი) გავლენის შესახებ", დაიცვა 1891 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.216 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |