The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზ ნანეიშვილი

გაიოზ ნანეიშვილი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1929
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1989  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კ. ვოროშილოვის სახელობის გენერალური შტაბის აკადემია 1970 წელს.

მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამეთაურო თანამდებობებზე. სამხედრო-საჰაერო ძალების წითელდროშოვანი აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1959 წლიდან მსახურობდა გერმანიაში; 1977-1982წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ძალების საჰაერო-სამხედრო ძალების სარდლის მოადგილე; 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ დოსააფის ცენტრში კომიტეტის პრეზიდიუმის თავჯდომარედ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ავიაციის გენერალ-მაიორი(1972), საბჭოთა კავშირის გმირის ვ. ვ. ნანეიშვილის შვილი.

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.311

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • უნგრეთის სოციალისტური რესპუბლიკის ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • III ხარისხის ორდენი, სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის

გააზიარე: