შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე ანჩელი (მთავარეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიაანჩის მთავარეპისკოპოსი, თამარ მეფის თანამედროვე. მის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები ერთობ მწირია. ტბეთის სახარების (XII საუკუნე) ანდერძში იგი არსენ ბერის (XI-XII სს.) ძმად იხსენიება. XII საუკუნის ანჩისხატის ხატის წარწერიდან ირკვევა, რომ ის იოანე ანჩელს მოუჭედინებია თამარ მეფის ბრძანებით. იოანე ანჩელს ეკუთვნის აკროსტიქული საგალობელი "გალობანი ანჩისხატისანი" (კიდურწერილობა - "საშინელსა ანჩისა ხატსა უგალობ უნდოი იოვანე ანჩელი"), რომელიც მოსე ჯანაშვილმა გამოსცა 1903 წელს. ჰიმნოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 188;წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.309-310
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |