The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე სარაჯევი

ოფიციალური სახელი:ივანე სარაჯიშვილი
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1862
გარდაცვ. თარიღი:1898  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

1877-1886წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგები ვ. კ. ფიტცენჰაგენი(ვიოლონჩელო), პ. ი. ჩაიკოვსკი(ჰარმონია), ს. ი. ტანეევი(ფორმის ანალიზი), ნ. ა. გუბერტი(კონტრაპუნქტი, ფუგა).

1881 წლიდან ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი და ანსამბლისტი; 1886 წლიდან РМО-ს ქ. ტამბოვის განყოფილების მუსიკალურ კლასებში ასწავლიდა ვიოლონჩელოსა და თეორიულ საგნებს; 1887 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, როგორც სოლისტი, სოლისტი-კონცერტანტი, ანსამბლისტი, პედაგოგი(სავალდებულო ფორტეპიანო, მუსიკის თეორია, სოლფეჯიო), გამოდიოდა სიმფონიურ კონცერტებში, იყო ლოტბარი, სიმებიანი კვარტეტის, ტრიოს უცვლელი წევრი, აგროვებდა და იწერდა ქართულ ხალხურ სიმღერებს; პირველი ქართული მცირე ფორმის ვიოლონჩელოს ნაწარმოების ავტორი; თბილისში გამართულ სოლო და სიმფონიური კონცერტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1891 წლის სიმფონიური კონცერტი(დირიჟორი პ. ი. ჩაიკოვსკი, მ. მ. იპოლიტოვ-ივანოვი); მის რეპერტუარში შედიოდა ჩაიოკოვსკის "ვარიაციები როკოკოს თემაზე", ბეთჰოვენის(სიმებიანი კვარტეტის პირველი ქართველი შემსრულებებლი), შოპენის, გრიგის და სხვათა ვიოლონჩელოს სონატები; ივანე სარაჯიშვილის ბიძაშვილია საოპერო მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, რომელიც ბავშვობაში ივანესთან იღებდა ვიოლონჩელოს გაკვეთილებს; პირველი ქართველი პროფესიონალი ვიოლონჩელისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 423


გააზიარე: