შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს(საფორტეპიანო). 1956-1959წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1959-1969წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1969 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(ფორტეპიანო); 1959-1970წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის კონცერტმაისტერი, 1964-1984წწ. პედაგოგი(სავალდებულო ფორტეპიანო), 1989 წლიდან დოცენტი; თხზულებები: სიმღერები, რომანსები, პიესები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, "ვალსი"(1985, შესრულდა ფესტივალზე მუსიკოსები ხუმრობენ), საბავშვო სიმღერები, ინსტრუმენტული პიესები, ქართველ კომპოზიტორთა საორკესტრო ნაწარმოებების გადამუშავება ფორტეპიანოსათვის; პიანისტი, კონცერტმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 426 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |