The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი საყვარელიძე

დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 2013  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს(საფორტეპიანო).

1956-1959წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1959-1969წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1969 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(ფორტეპიანო); 1959-1970წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის კონცერტმაისტერი, 1964-1984წწ. პედაგოგი(სავალდებულო ფორტეპიანო), 1989 წლიდან დოცენტი; თხზულებები: სიმღერები, რომანსები, პიესები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, "ვალსი"(1985, შესრულდა ფესტივალზე მუსიკოსები ხუმრობენ), საბავშვო სიმღერები, ინსტრუმენტული პიესები, ქართველ კომპოზიტორთა საორკესტრო ნაწარმოებების გადამუშავება ფორტეპიანოსათვის; პიანისტი, კონცერტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 426

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: