შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაცაცო სებისკვერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1970 წელს(საფორტეპიანო). 1965-1977წწ. იყო თბილისის სხვადასხვა მუსიკალური სკოლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1980-1983წწ. თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1997-2005წწ. ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მუსიკალური ცენტრის კონსულტანტი; 2005-2007წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს წევრი; საესტრადო კონკურსების ჟიურის წევრი; თხზულებები: საესტრადო სიმრერა(350-ზე მეტი), მათ შორის: "თბილისი ჩემი საფიცარია", "ჩემი სამშობლო, ჩემი ღმერთია", "შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება", "რაკი ქვეყანაზე ერთხელ გამაჩინე", "აყვავებული ბროწეული მომენატრება", "იმერეთი მოვიარე, ქართლიც შემიჯერებია", "სიყვარულთან თამაში სასტიკად აკრძალულია", "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", "ნეტავ რა იქნებოდა", "მხარე ლამაზი", "ჩემი მიწის სადღეგრძელო"; გასტროლები: 50 საავტორო კონცერტით - სსრკ, შვედეთი, იტალია, ინგლისი; 2008 წელს გაიხსნა ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; საესტრადო სიმღერების ავტორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 427; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.337 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |