შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა 1949 წელს. სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე გაზეთისა და ჟურნალის რედაქტორი (სიღნაღის გაზ. "კოლმეურნე", "ახალგაზრდაკომუნისტი", "ნორჩი ლენინელი", თბილისის საოლქო გაზ. "გამარჯვება"; ჟურნალები: "პიონერი", "ბოლშევიკი" და სხვა). 1958-1979წწ. იყო გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი. 1954-1956წწ. - საქართველოს კპ. ცკ-ის მდივანი იდეოლოგიის დარგში. 1980 წლიდან მოღვაწეობდა თსუ ჟურნალისტიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. არჩეული იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის (ყოფ. კავშირი) მდივნად (1958), თავმჯდომარედ, შემდეგ იქვე ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარედ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.700; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.393 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |