The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მჭედლიშვილი

დავით მჭედლიშვილი
Date of birth:1914
Date of death:2001  (at 87 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი:  ქ. სიღნაღი.

დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა 1949 წელს.

სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე გაზეთისა და ჟურნალის რედაქტორი (სიღნაღის გაზ. "კოლმეურნე", "ახალგაზრდაკომუნისტი", "ნორჩი ლენინელი", თბილისის საოლქო გაზ. "გამარჯვება"; ჟურნალები: "პიონერი", "ბოლშევიკი" და სხვა). 1958-1979წწ. იყო გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი. 1954-1956წწ. - საქართველოს კპ. ცკ-ის მდივანი იდეოლოგიის დარგში. 1980 წლიდან მოღვაწეობდა თსუ ჟურნალისტიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. არჩეული იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის (ყოფ. კავშირი) მდივნად (1958), თავმჯდომარედ, შემდეგ იქვე ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარედ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.700; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.393

Member of Organizations

  • საქართველოს სსრ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭო , დეპუტატი

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • 1970 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: