შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნანეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტი 1917 წელს. 1919 წელს თბილისის უნივერსიტეტმა მიავლინა უცხოეთში. ისმენდა ლექციებს ფრაიბურგის, ბერლინის, პარიზის უნივერსიტეტებში. 1926 დასასრულს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1930 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1931 წლიდან სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე იყო. მისი მთავარი ნაშრომი "სამართლის ნამდვილობა და ცდა ნორმატიული ფაქტების დასაბუთებისა"(1929) სამართლის ფილოსოფიის დარგს განეკუთვნება. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია აგრეთვე "სამართლის სუბიექტის შესახებ"(1928) და სამართლის ფსიქოლოგიური თეორიის "აპრიორულ-ემოციონალური საფუძვლები"(1979). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.311
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |