The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნანეიშვილი

დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1894
გარდაცვ. თარიღი:24 ივლისი, 1937  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ქუთაისი
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტი 1917 წელს.

1919 წელს თბილისის უნივერსიტეტმა მიავლინა უცხოეთში. ისმენდა ლექციებს ფრაიბურგის, ბერლინის, პარიზის უნივერსიტეტებში. 1926 დასასრულს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1930 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1931 წლიდან სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე იყო. მისი მთავარი ნაშრომი "სამართლის ნამდვილობა და ცდა ნორმატიული ფაქტების დასაბუთებისა"(1929) სამართლის ფილოსოფიის დარგს განეკუთვნება. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია აგრეთვე "სამართლის სუბიექტის შესახებ"(1928) და სამართლის ფსიქოლოგიური თეორიის "აპრიორულ-ემოციონალური საფუძვლები"(1979).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.311


გააზიარე: