შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ნანეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სადგურ რიონის დასახლება, ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო საავიაციო სასწავლებელი 1926 წელს. 1926-1939წწ. მეთაურობდა საავიაციო რგოლს, ესკადრილიას, პოლკს. 1939 დაინიშნა მე-18 ავიაბომბდამშენი ბრიგადის მეთაურად. 1939-1940წწ. ომის დროს ბრიგადის მფრინავებმა განახორციელეს 1247 საბრძოლო გაფრენა. მონაწილეობდა მანერჰაიმის ხაზის დაბომბვაში(1940, ამ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება). 1941-1945წწ. იყო მე-2 საჰაერო არმიის სარდლის მოადგილე. ვისლა-ოდერის ოპერაციის დროს ევალებოდა მე-2 და მე-8 საჰაერო არმიების მოქმედების კოორდინირება. 1947-1948წწ. სწავლობდა გენერალური შტაბის აკადემიაში. 1948-1963წწ. იმყოფებოდა სხვადასხვა თანამდებობაზე სსრკ შეიარაღებულ ძალებში. 1958-1963წწ. იყო დოსააფის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე. 1963-1970წწ. სსრკ სამოქალაქო ავიაციის საქართველოს ტერიტორიული სამმართველოს უფროსი. მიღებული აქვს სსრკ 10 ორდენი, საზღვარგარეთის ქვეყნების 4 ორდენი 12 მედალი. ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი (1944); ავიაციის გენერალ-მაიორის, გაიოზ ნანეიშვილის მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.312 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |