The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ნანეიშვილი

ვლადიმერ ნანეიშვილი
დაბადების თარიღი:29 თებერვალი, 1903
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 1978  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სადგურ რიონის დასახლება, ქუთაისის გუბერნია.

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო საავიაციო სასწავლებელი 1926 წელს.

1926-1939წწ. მეთაურობდა საავიაციო რგოლს, ესკადრილიას, პოლკს. 1939 დაინიშნა მე-18 ავიაბომბდამშენი ბრიგადის მეთაურად. 1939-1940წწ. ომის დროს ბრიგადის მფრინავებმა განახორციელეს 1247 საბრძოლო გაფრენა. მონაწილეობდა მანერჰაიმის ხაზის დაბომბვაში(1940, ამ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება). 1941-1945წწ. იყო მე-2 საჰაერო არმიის სარდლის მოადგილე. ვისლა-ოდერის ოპერაციის დროს ევალებოდა მე-2 და მე-8 საჰაერო არმიების მოქმედების კოორდინირება. 1947-1948წწ. სწავლობდა გენერალური შტაბის აკადემიაში. 1948-1963წწ. იმყოფებოდა სხვადასხვა თანამდებობაზე სსრკ შეიარაღებულ ძალებში. 1958-1963წწ. იყო დოსააფის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე. 1963-1970წწ. სსრკ სამოქალაქო ავიაციის საქართველოს ტერიტორიული სამმართველოს უფროსი. მიღებული აქვს სსრკ 10 ორდენი, საზღვარგარეთის ქვეყნების 4 ორდენი 12 მედალი. ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი (1944); ავიაციის გენერალ-მაიორის, გაიოზ ნანეიშვილის მამა. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.312

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ II მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს სსრ III მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭო , დეპუტატი
  • საქართველოს სსრ VI მოწვევის უმაღლესი საბჭო , დეპუტატი
  • საქართველოს სსრ VII მოწვევის უმაღლესი საბჭო , დეპუტატი
  • სკკპ, წევრი (1928-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1940 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • კუტუზოვის II ხარისხის ორდენი (2 ორდენი)
  • ბოგდან ხმელნიცკის I ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)
  • სუვოროვის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: