The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნური ვერძაძე

ნური ვერძაძე
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 2013  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:ენათმეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხელვაჩაური, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს.

1972 წლიდან მუშაობას იწყებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1971-1975წწ. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1975-1981წწ. პრორექტორი იდეურ-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში; 1981-1986წწ. პრორექტორი საღამოსა და დაუსწრებელი მუშაობის დარგში; 1986-1996წწ. პრორექტორი სასწავლო დარგში; 1991-1996წწ. ზოგადი ფილოლოგიის კათედრის გამგე; 1996-2004წწ. რექტორი; 2004–2005წწ. მ. აბაშიძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა ქართული-უკრაინული-რუსული ენების ურთიერთშეპირისპირების, თარგმანისა და ზოგადსაენათმეცნიერო თეორიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, მონოგრაფიები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.257; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.182; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: