The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი სერგეევი

დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1893
გარდაცვ. თარიღი:9 მარტი, 1962  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მ. პერინის სახელობის სტუდია.

1961 წლიდან იყო თბილისის საბალეტო დასის მოცეკვავე, 1920-1927წწ. ამავე დასის ბალეტმაისტერი; თანამშრომლობდა კ. მარჯანიშვილთან; მონაწილეობდა ექსპედიციებში, სადაც შეისწავლიდა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიულ ნიმუშებს; 1927-1938წწ. ქ. სვერდლოვსკის თეატრის საბალეტო დასის ბალეტმაისტერი; 1939-1941წწ. თბილისის საბალეტო დასის ბალეტმაისტერი; 1942-1953წწ. კიევის თეატრის ბალეტმაისტერი; ქართული დადგმები თბილისში: შ. თაქთაქიშვილი "განთიადი"(1926), ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"(1930), დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"(1930), ა. ბალანჩივაძე "მთების გული"(1935-1940); სხვა დადგმები თბილისში: სტრავინსკი "ფასკუნჯი"(1922), რიმსკი-კორსაკოვი "შეხერეზადა"(1925), ბ. ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"(1939); სხვა სპექტაკლები, სვერდლოვსკში: "კარნავალი"(1933), "კოპელია"(1933), "მძინარე მზეთუნახავი"(1937), "ბახჩისარაის შადრევანი"(1938); კიევში: "მთების სიმღერა"(1946), "რაიმონდა"(1946), "გაიანე"(1947), "კონკია", "ესმერალდა", "კუზიანი კვიცი", "დონ კიხოტი"(1948, ყველა); საქართველოში მოღვაწე რუსი ბალეტის მოცეკვავე, ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 427

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - უკრაინის სახალხო არტისტი

გააზიარე: