The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ სეფაშვილი

ედუარდ სეფაშვილი
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 2004  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1955 წელს.

1953 წლიდან იყო საქართველოს რადიომაუწყებლობის კომიტეტის სოლისტი; მღეროდა ვოკალურ ტრიოში (მარეხ გოძიაშვილი, ედუარდ სეფაშვილი, კონსტანტინე მაკარიძე); 1955 წელს მიავლინეს ქ. მოსკოვში, სადაც ხელმძღვანელობდა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ტრიოს (ე. სეფაშვილი, გ. ჩოხელი, ი. ებრალიძე); 1958 წელს ჩამოაყალიბა ახალი ტრიო (ვენერა მაისურაძე, ვახტანგ ნორაკიძე, ედუარდ სეფაშვილი); 1960-1970წწ. ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს "ლალე"; 1981 წელს აღადგინა მივიწყებული სიმღერები და ჩამოაყალიბა ვოკალური ტრიო(გ. ბალარჯიშვილი, კ. მაკარიძე, ე. სეფაშვილი); ამ ტრიოს შესრულებით გამოიცა ფირფიტა "შაშვები", რომელშიც შევიდა ცნობილი სიმღერები: "ყაყაჩო", "მტრედი", "ოჰ, ტურფავ", "ვარდების კოშკი აგიგე", "მიყვარხარ", "წაღვერი და თბილისი"; წლების მანძილზე იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, მღეროდა კვარტეტში (ე. სეფაშვილი, მ. იმნაძე, გ. ბალარჯიშვილი, მ. ჩიხლაძე); გასტროლები: ბულგარეთი (1972), უნგრეთი (1983, 1985); 1998 წელს ჩამოაყალიბა ტრიო "სეფას ბიჭები" და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. საესტრადო მომღერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 427; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.283

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: