The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ სეფიაშვილი

ჯემალ სეფიაშვილი
Date of birth:19 February, 1947  (77 years)
Category:Composer, Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1975 წელს (ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1985 წელს (საკომპოზიციო).

1968 წლიდან მუშაობდა თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში ინჟინრად და თანამშრომლობდა ქარხნის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლთან "მელოდია"; ამ ანსამბლისთვის დაწერა სიმღერა "სიყვარულის სანთლები", რომელმაც კვარტეტ "თბილისის" შესრულებით დიდი პოპულარობა მოიპოვა; 1972 წელს ი. სოხაძის საავტორო კონცერტზე წარმატებით შესრულდა მისი 12 სიმღერა; 1978-1986წწ. მუშაობდა საქტელერადიოს კორესპონდენტად, იყო ტელე-რადიო გადაცემების ავტორი და წამყვანი; განსაკუთრებით პოპულარული იყო გადაცემა "შეხვედრები მიკროფონთან"(1972-1986); 1979 წელს გამოვიდა მისი სიმღერების ორი ალბომი მ. ფოცხიშვილის ლექსებზე(ანსამბლ "ორიონის" შესრულებით); 1986-1987წწ. მუშაობდა მხატვრული აღზრდის სახლის ხელმძღვანელად; 1991 წელს იყო საქართველოს პროფკავშირების კულტურის განყოფილების კომისიის თავმჯდომარე; 1991 წელს აღადგინა საქართველოს კულტურის მოღვაწეთა პროფკავშირი და იყო მისი თავმჯდომარე; 1995 წელს საქართველოს კულტურის, 2001 წელს რუსეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში განვითარებულ ტრაგედიას მიუძღვნა სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები"(მ. ფოცხიშვილის ლექსი), რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა(შეასრულა ქართული ესტრადის 62-მა მომღერალმა); არის არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, ჯემალ სეფიაშვილი 1998 წლის საუკეთესო საზოგადო მოღვაწეთა ათეულში დასახელდა. საესტრადო ჟანრის კომპოზიტორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 427; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.57; რადიო "ფორტუნა": fortuna.ge

Awards and Honors

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1993 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
    საბავშვო მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში გაწეული ღვაწლისთვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
    1989 – სიმღერისთვის „ვაჩუქოთ ერთმანეტს ტიტები“; 1998 – 1997-1998 წლებში შექმნილი ახალი სიმღერებისთვის და ნაყოფიერი საკონცერტო მოღვაწეობისთვის

Share: