The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლენა სეხნიაშვილი

ოფიციალური სახელი:ელენე სეხნიაშვილი
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1976 წელს(მუსიკის ისტორია).

1980-1995წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ესთეტიკის კათედრის მეცნიერ თანამშრომელი; 1992-2011წწ. სარეკლამო სააგენტო "მიმინო"-ს დირექტორი, 2011 წლიდან "ნეო-სტუდია"-ს დირექტორი; მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაციონალური ტრადიციების გარდაქცევის ზოგიერთი ფორმა ქართველ კომპოზიტორთა კამერულ-ინსტრუმენტულ შემოქმედებაში(60-70-იანი წლების კვარტეტები)", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 428


გააზიარე: