შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნადირ-შაჰი ავშარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დერაგიოზი, ხორასანი. 1726 წელს სამსახური დაიწყო შაჰ-თამაზ II-თან. ნადირ-შაჰი წარმატებით ხელმძღვანელობდა ირანელი ხალხის ბრძოლას ავღანელებისა და ოსმალების წინააღმდეგ, რამაც ძალზე გაზარდა მისი ავტორიტეტი. მან 1732 წელს ტახტიდან ჩამოაგდო თამაზ II, შაჰად გამოაცხადა მისი მცირეწლოვანი შვილი აბას III, თვითონ ჯერ რეგენტი გახდა, 1736 წლიდან კი - ირანის შაჰი. ნადირ-შაჰმა 1737—1738 წლებში დალაშქრა ჩრდილოეთი ინდოეთი, 1739 წელს აიღო და გაძარცვა დელი. მან დამპყობლური ომების შედეგად შექმნა უზარმაზარი სახელმწიფო, რომელშიც ირანის გარდა (პროვინციების ან ვასალური ტერიტორიების სახით) შევიდა სომხეთი, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ საქართველო, დაღესტანი, ავღანეთი, ბელუჯისტანი, ხივისა და ბუხარის სახანოები. 1735—1747 წლებში ნადირ-შაჰმა მძიმე ხარკი დაადო ქართლს (ყიზილბაშობა). სახალხო აჯანყებებმა შეარყია ნადირ-შაჰის სახელმწიფოს საფუძვლები. ნადირ-შაჰი მოკლეს ხორასანში შეთქმულებმა; ირანის შაჰი 1736-1747 წლებში, ყიზილბაშთა ავშარის ტომიდან. წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ნადირ-შაჰი; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.703
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |