Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნადირ-შაჰი ავშარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დერაგიოზი, ხორასანი. 1726 წელს სამსახური დაიწყო შაჰ-თამაზ II-თან. ნადირ-შაჰი წარმატებით ხელმძღვანელობდა ირანელი ხალხის ბრძოლას ავღანელებისა და ოსმალების წინააღმდეგ, რამაც ძალზე გაზარდა მისი ავტორიტეტი. მან 1732 წელს ტახტიდან ჩამოაგდო თამაზ II, შაჰად გამოაცხადა მისი მცირეწლოვანი შვილი აბას III, თვითონ ჯერ რეგენტი გახდა, 1736 წლიდან კი - ირანის შაჰი. ნადირ-შაჰმა 1737—1738 წლებში დალაშქრა ჩრდილოეთი ინდოეთი, 1739 წელს აიღო და გაძარცვა დელი. მან დამპყობლური ომების შედეგად შექმნა უზარმაზარი სახელმწიფო, რომელშიც ირანის გარდა (პროვინციების ან ვასალური ტერიტორიების სახით) შევიდა სომხეთი, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ საქართველო, დაღესტანი, ავღანეთი, ბელუჯისტანი, ხივისა და ბუხარის სახანოები. 1735—1747 წლებში ნადირ-შაჰმა მძიმე ხარკი დაადო ქართლს (ყიზილბაშობა). სახალხო აჯანყებებმა შეარყია ნადირ-შაჰის სახელმწიფოს საფუძვლები. ნადირ-შაჰი მოკლეს ხორასანში შეთქმულებმა; ირანის შაჰი 1736-1747 წლებში, ყიზილბაშთა ავშარის ტომიდან. წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ნადირ-შაჰი; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.703
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |