The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ებრალიძე

თეიმურაზ ებრალიძე
დაბადების თარიღი:1932  (92 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილლი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  სპეციალოთ გეოლოგიური აგეგმვა და სასარგებლო ნამარხთა საბადოების ძებნა 1955 წელს.

1992-1994წწ. მუშაობდა "საქნავთობის" დეპარტამენტის ნავთობისა და გაზის სამეცნიერო- კვლევით და საპროექტო ცენტრში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1994-1996წწ. დირექტორად; 1996-2005წწ. გენერალური დირექტორია; 2005-2007წწ. "საქნავთობის" საექსპერტო-ანალიტიკური მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე. მისი ძირითადი შრომები ეხება ნავთობისა და გაზის მოპოვების საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოლოგიურ-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1967), გეოლოგიურ-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). მიღებული აქვს საქართელოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკის საპატიო წოდება.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.703; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.142

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბუნებისა და საზოგადოების შემსწავლელ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი, პრეზიდიუმის წევრი (1998-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)

გააზიარე: