The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პიმენ ნანეიშვილი

დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1892
გარდაცვ. თარიღი:7 ოქტომბერი, 1944  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ორპირი, სამტრედიის რაიონი. 

დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1919 წელს.

1921 წლიდან დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის პედიატრიის კათედრაზე. 1937-1944წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრას. შეისწავლიდა მენინგიზმის, დიზენტერიის საკითხებს ბავშთა ასაკში, სულფანილამიდური პრეპარატების მოქმედების მექანიზმს და გამოყენების მეთოდიკას სხვადასხვა დაავადების დროს. პედიატრი, მედიცინის მეცნიერების დოქტორი(1935).  

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.312

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: