The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრია სვანიძე

Date of birth:12 June, 1900
Date of death:13 July, 1966  (at 66 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1918 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1924 წელს(საფორტეპიანო).

1926-1928წწ. იყო თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1930 წელს დაასრულა შემოქმედებითი მივლინება ხელოვნების სრულყოფისათვის ლენინგრადის კონსერვატორიაში, პედაგოგი ლ. ვ. ნიკოლაევი; 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1936 წლიდან დოცენტი, 1956 წლიდან პროფესორი; მოწაფეები 30-ზე მეტი, მათ შორის: ს. ნასიძე, ნ. ლესელიძე; 1930-იან წლებში კონცერტებით გამოდიოდა, მათ შორის ე. მიქელაძის დირიჟორობით; რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენი N5, ლისტი N1, მოცარტი; კამერული: ვენის კლასიკოსები, რომანტიკოსები; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 428

Awards and Honors

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: