The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესიკ სვანიძე

ბესიკ სვანიძე
ოფიციალური სახელი:ბესარიონ სვანიძე
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2013  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

  ბათუმის საბალეტო სტუდიის მოსწავლე სვანიძე ქართულ ცეკვებსაც სწავლობდა, ქორეოგრაფ ემ. დოლიძის ხელმძღვანელობით. დიდი სამამულო ომის პერიოდში მონაწილეობდა ბათუმის კომკავშირის საქალაქოკომიტეტის მიერ გ. ჩიხლაძის ხელმძღვანელობით შექმნილ აგიტმხატვრულ ბრიგადაში, რომელიც კონცერტებს მართავდა ჰოსპიტლებში, სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო გემებზე. 1945 წლიდან იყო ქ. ბათუმის პიონერთა პარკთან არსებული ანსამბლის სოლისტი-მოცეკვავე (ქორეოგრაფი ალ. ჯიჯეიშვილი). 1946 წლიდან ბათუმის N2 საშ. სკოლასთან არსებული ანსამბლის მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ე. ხაბაძის ასისტენტია, 1949-1950 წლებში აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი იყო. 1950 წლიდან სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1957 წლიდან იყო ინსტიტუტის სტუდენტთა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და ცეკვების დამდგმელი. პარალელურად სვანიძე მუშაობდა თბილისის ცეკვის საქალაქო ანსამბლში გ. დარახველიძის ხელმძღვანელობით. 1957 წელს ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვის მსოფლიო სტუდენტთა და ახალგაზრდობის VI ფესტივალში. 1959 წელს ცეკვას ასწავლიდა კუბელ ახალგაზრდებს. 1960-1962 წლებში პედაგოგად მუშაობდა ა/კ რკინიგზის სახლთან არსებულ თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებში. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ანსამბლი "გორდა" სვანიძის ხელმძღვანელიბით გამარჯვებით გამოდიოდა რაიონულ, საქალაქო, რესპუბლიკურ და საკავშირო დათვალიერებებზე. იმოგზაურა სსრკ ყველა მოკავშირე რესპუბლიკასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. 1969 წელს ანსამბლ "გორდას" სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭათ. 1974 წელს - საქართველოს კომკავშირის პრემია, ხოლო 1979 წელს საკავშირო ლენინური კომკავშირის პრემია, 1978 წელს გახდა სტუდენტთა ახალგაზრდობის XI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი. 1978 წელს სახალხო ანსაბლი "გორდა" ჰავანის სტუდენტ-ახალგაზრდობის XI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახდა, ხოლო 1986 წელს ანსამბლის დაარსების 40 წლისთავთან დაკავშირებით ანსამბლ "გორდას" - საქართველოს სსრ ცეკვის დამსახურებული ანსამბლის" წოდება მიენიჭა. იგი არის საკავშირო ფესტივალების ექვსგზის და საერთაშორისო ფესტივალების ორგზის ლაურეატი. ანსამბლს სამუდამო მფლობელობაში გადაეცა დ. ჯავრიშვლის სახ. გარდამავალი ჯილდო. სვანიძეს ბევრი ცეკვა აქვს დადგმული ინსტიტუტის სახალხო თეატრის ბევრ სპექტაკლში: "მოკვეთილი", "პაექრობა", "კიკვიძე", "მარინე", "ნატერფალი" და ა.შ. მასვე ეკუთვნის მასობრივი დადგმები სადღესასწაულო კონცერტებისათვის.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 428; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.139; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.110-111

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ქორეოგრაფიის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - საკავშირო ლენინური კომკავშირის პრემია (სახალხო ანსამბლი "გორდა")
  • 1974 - საქართველოს კომკავშირის პრემია (სახალხო ანსამბლი "გორდა")
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: